2023-11-01 23:34:15, 1307 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, მოსკოვს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს
მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მიაღწია დაუნდობლობის ახალ პიკს, 24 საათში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი იყო სამიზნე. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, სხვა კრიზისები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება, ვიდრე საჭიროა“, - წერს ბორელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,