2023-10-21 13:11:55, 1443 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტმა განაცხადა.
ფლასბარტის თქმით, აღნიშნული თანხა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს, სასმელი წყლის მიწოდებას და უკრაინის ურბანული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
გარდა ამისა, ფლასბარტმა ხაზი გაუსვა უკრაინის ეკონომიკის ძირითადი სექტორების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,