07:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 23:10:29, 1322 ნახვა

ომი უკრაინაში
ფინეთი უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად 92 მილიონ ევროს გამოყოფს

ფინეთი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრიზისულ ფონდისთვის 92 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა გაუზარდოს მხარდაჭერა უკრაინასა და მოლდოვას, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც  რუსული აგრესიით დაზარალდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 62 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად, ამ თანხიდან 12 მილიონი ევრო გრანტის , 50 მილიონი ევრო კი სესხის სახით გამოიყოფა.

გარდა ამისა, ფინეთი რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებისთვის 30 მილიონ ევროს სესხს გასცემს და სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას.

მოლდოვაში კი აღნიშნული თანხები გამიზნული იქნება უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის ხარჯების დასაფარად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics