2023-10-06 09:39:10, 949 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, აფეთქება ქალაქის ცენტრი მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის ოლქსა და ქალაქში მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ოქტომბერს რუსმა ოკუპატნებმა კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,