2023-10-05 09:45:27, 1063 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონი გავანადგურეთ
უკრაინამ, 5 ოქტომბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 24 "შაჰედის" დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკი ავრცელებს.
ჰუმენიუკის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან, ან ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაფიქსირდა.
"მართლაც, ღამე ისევ შემაშფოთებელი იყო. ინტენსიური საბრძოლო სამუშაოები იყო: ფრონტის ხაზზე კონტრ-ბატარეაზე და საჰაერო თავდაცვის ძალების უკანა რაიონებში. წინასწარი შედეგებით - 24 "შაჰიდი" განადგურდა ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში, ეს არის როგორც სამხრეთი, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. ფაქტია, რომ რეგიონების ტერორი გრძელდება",- განაცხადა ჰუმენიუკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,