2023-09-08 21:03:55, 1247 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს ერთი ნაბიჯი დარჩა - მსოფლიო ბირთვული იარაღით შეაშინოს
ჩემი აზრით, პუტინს ერთი ნაბიჯი დარჩა - შეაშინოს მსოფლიო ბირთვული იარაღით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ
განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ზამთარში ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით შეაშინებს.
„ჩემი აზრით, პუტინს ერთი ნაბიჯი დარჩა - შეაშინოს მსოფლიო ბირთვული იარაღით. ის დააშინებს მთლიანად დასავლეთს და არა უკრაინას, თუმცა უკრაინა და უკრაინელები იტანჯებიან უპირველეს ყოვლისა, მაგრამ [საბოლოოდ] ის [პუტინი] დაიტანჯება. მან იპოვა ერთიანობის ეს მყიფე ადგილი დასავლელ პარტნიორებს შორის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,