2015-02-09 18:16:06, 333 ნახვა
პოლიტიკა
გია სოსანაშვილი: მე ეს არ ჩამიდენია
"სრული სიცრუეა აღნიშნული ბრალდება, მე ეს არ ჩამიდენია“,-ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გია სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან