2015-02-08 14:01:50, 328 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბაიდენს ხვდება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან