12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 19:33:02, 388 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დაასრულა. მინდია ჯანელიძემ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.  
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მინდია ჯანელიძემ ამერიკელ, ბრიტანელ, პოლონელ, ბელგიელ, რუმინელ და ლიტველ კოლეგებთანაც გამართა ორმხრივი შეხვედრები. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. უცხოელმა კოლეგებმა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.
მინდია ჯანელიძემ ბრიუსელში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დადებითად შეაფასა:
„კომისიის სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, საკმაოდ ნაყოფიერი, შინაარსობრივი, ასევე იმედის მომცემი იყო ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ პარტნიორი ქვეყნების დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და  ინიციატივები. ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი. საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტის შედეგები მიმართული იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების, ჩვენი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისკენ, იმ ფართო ურთიერთობების, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო გაღრმავების და გამყარებისკენ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics