14:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:43:05, 603 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: გაზის ტარიფთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებისთვის უმტკივნეულო ვარიანტზე შევთანხმდებით

"სოკარს" ძალიან პარტნიორული დამოკიდებულება აქვს, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, გაზის ტარიფის საფასურთან დაკავშირებით, ისეთ ვარიანტზე შევთანხმდებით, რომელიც ადამიანებისთვის მტკივნეული არ იქნება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საქართველოზეც აისახება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

"ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კომპანია "სოკართან".რაც მთავრია, მათი მხირდან არის კეთილი ნება და პარტნიორული დამოკიდებულება და ჩვენ იმედი გვაქვს,  რომ ისეთ ვარიანტზე შევთანხმდებით, რომელიც არ იქნება მტკივნეული, განსაკუთრებით სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის. თუმცა, ის პროცესები და ეკონომიკური სიტუაცია რეგიონში ყველაფერზე აისახება და ამაში რაღაც ექსტრაორდინალური არაფერია, თუმცა  აღსანიშნავია, რომ კომპანია "სოკარს" აქვს ძალიან პარტნიორული დამოკიდებულება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics