22:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:00:43, 445 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური: სპეცდანიშნულების ბიჭები მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის ის თანამშრომლები, რომლებიც  ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის  საქმეში არიან ბრალდებულები,  მათი ხელმძღვანელების უკანონო  ბრძანების მსხვერპლნი გახდნენ.

ამის შესახებ გომელაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც ის მინისტრის  რანგში პირველად ესწრება. მისივე თქმით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს, თუმცა ინფორმაციები შს სამინისტროსაც აქვს. მინისტრი ამბობს, რომ თუკი საქმის მიმდინარეობისას სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთება, ადეკვატური რეაგირება მოხდება.

"მოგეხსენებათ, პროკურატურას მიყავს ეს საქმე.ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა,  ის ხალხი დააკავეს.კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ასევე მოხდება მათი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. რომ ვთქვა რომ არ გქვონდა ინფორმაცია და ისე გავათავისუფლეთ,  ტყუილი იქნება.პროკურატურამ მოგვმართა,  რომ უნდა მიმხდარიყო მათი დაკავება.ვთხოვეთ კადრების სამსახურში აყვანა. ვწუხვარ,  რომ სპეცდანიშნულების ბიჭები მსხვერპლნი გახდნენ მათი ხელმძღვანელების უკანონო ბრძანების",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics