22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 21:37:45, 1171 ნახვა

სამხედრო
ზელენსკი - მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორ დოკუმენტს შეიცავდეს, რომელთაგან ერთი უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, ხოლო მეორე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებს.

'„რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შედგებოდეს ორი განსხვავებული დოკუმენტისგან. ერთი მათგანი უნდა ეხებოდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მეორე კი უშუალოდ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან. მე ვთვლი, რომ ეს შეიძლება იყოს ორი განსხვავებული დოკუმენტი. უსაფრთხოების გარანტიები მათგან, ვინც მზად არის ამ უსაფრთხოების გარანტიებისთვის და ცალკე დოკუმენტი – რუსეთთან. მოსკოვს სურს, ჰქონდეს ერთი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ყველა საკითხის გადაწყვეტას. თუმცა, ყველა ვერ ხედავს საკუთარ თავს რუსეთთან ერთად ერთ მაგიდაზე. მათთვის ერთი საკითხია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მეორე საკითხი კი, რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებები. " - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქალაქ მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლას. 
"შეიძლება, მარიუპოლში ათი ბოროდიანკის მსგავსი მდგომარეობა იყოს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს ჩიხი იქნება, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით. რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება. [...] ისინი ჩვენს ხალხს დანებებას სთავაზობენ. იქ ჩვენს სამხედროებს სხვაგვარად ექცევიან. ეს ძალიან კარგად იცით." - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას, გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არავისგან არ არის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics