2015-02-04 10:27:38, 310 ნახვა
პოლიტიკა
“საქართველოს ბანკის” სერვისცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს.
შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილით მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია წაღებულია თუ არა თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან