03:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 10:31:52, 340 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრმა რიგაში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტერიალს დაესწრო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიგრაციის, სამართალდაცვით სფეროში გასატარებელი რეფორმების, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სოკრატეს ჰასიკოსთან, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ იოანა მიქლ–ლაიტნერთან, ფინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ფეივი რესენენთან, პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივან პიოტრ სტახანჩიკთან, პორტუგალიის შიდა ადმინისტრაციის მინისტრ ანაბელა როდრიგესთან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ, შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრ ეტიენ შნაიდერთან, ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ჟან ჟამბონთან, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაზიერთან, კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციის და საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრ იონას ნიკოლაუსთან და ნიდერლანდების სამეფოს სახელმწიფო მდივანთან და უსაფრთხოების მინისტრთან ფრედრიკ ტეევენთან. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერაზე და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძეც შედიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics