23:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 13:10:06, 1292 ნახვა

სამხედრო
JTEC-ში ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ამავე ცენტრის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკ მაიკლ ლუნდს მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედალი „ღირსეული პარტნიორი” გადასცა.

ვიცე–პოლკოვნიკი მაიკლ ლუნდი JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსის მოვალეობას 2016 წლიდან ასრულებდა. მაიკლ ლუნდს JTEC-ის ჩამოყალიბებასა და განვითარების ყველა ეტაპში აქვს მონაწილეობა მიღებული.

დანიელი ვიცე-პოლკოვნიკი აქტიურად მონაწილეობდა „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვასა და აღსრულებაში. JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფის შტაბის უფროსს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics