12:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 15:10:14, 834 ნახვა

ირაკლი ხახუბია - მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს

„მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხობელებო, მოწვეულო სტუმრებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავნჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივანს კახი კალაძეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს ნდობისთვის.

ვიყო ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. დღეს მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე გუნდს, რომელმაც შეძლო და ხობში  არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა. ბევრ სოფელში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა მუნიციპალიტეტის არაერთი დასახლება, ჩვენს  ბევრ მოქალაქეს მოუგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები, სოფელში გაკეთდა ხიდები და ამბულატორიები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა. ხობს უკვე აქვს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად   თითოეულ სოფელში  ხორციელდება ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ხობელები აქტიურად სარგებლობენ სოფლის პროგრამებით , რაც აისახება  მუნიციპალიტეტში აღნიშნული სფეროს განვითარებაზე.

მიუხედავად დიდი პროგრესისა, ხობელები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია გაზიფიცირება და წყალმომარაგება. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ორი მთავარი პრობლემა საბოლოოდ  გადაიჭრას. მნიშვნელოვანია დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით კარგ შედეგს მოგვიტანს ყულევის  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რითაც საგრძნობლად გაიზრდება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

ჩვენი გუნდი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე დაფუძნებული პარტიაა  და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ.  ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად განვითარდნენ ჩვენი სახელმწიფოს გასაძლიერებლად.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ , - განაცხადა ირაკლი ხახუბია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics