|
2015-07-23 14:13:44, 3002 ნახვა
კულტურა
კულტურული ძეგლების რეაბილიტაცისთვის 1 400 000 ლარი გამოიყო
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის განხორციელდება თიანეთის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია; უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება შემდეგ ობიექტებზე: სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი; სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი; ასპინძის მუნიციპალიტეტში, შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი; სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი, შემდეგ ძეგლებზე განხორციელდება: საფარის მთავარი ტაძრის და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი; სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი; როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება: აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოებს; კვიპროსში, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციას, ინვენტარიზაციასა და პოპულარიზაციას; თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს; გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასა და გენერალური გეგმის კორექტირების სამუშაოებს; ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს; თბილისში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)