2015-06-15 19:05:48, 625 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, ხვალ, 1 დოლარი 2.2376 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.2494 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ხვალ, 1 ევრო 2.5101ლარი იქნება, დღეს მოქმედი კურსით, კი მისი შეძენა 2.5164 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან