23:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 10:46:17, 454 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ილია ო. და 1995 წელს დაბადებული თორნიკე ჭ. ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტები და რეზინის ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ილია ო. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იგი ასევე მის მიერ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, სხვადასხვა ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის 4 ფაქტსაც აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics