|
2015-06-03 22:15:51, 531 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1951 წელს დაბადებულ ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ივანე გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)