2015-06-03 16:45:09, 565 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.3013 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.3013 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3049 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5581 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5405 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან