|
2015-05-27 16:32:45, 629 ნახვა
ეკონომიკა
ხვალ გლობალური მეწარმეობის მონიტორის 2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM) 2014 წლის ეროვნული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და სახელმწიფო უწყების წამომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა-პრეზენტაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოც“ იქნება წარმოდგენილი, რომელიც აუდიტორიას პრეზენტაციის საშუალებით მეწარმეობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ხედვას გააცნობს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მეწარმეობის როლის წარმოჩენას ემსახურება და ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური შესაძლებლობაა მსგავსი ტიპის საკითხების დეტალურად განხილვისა და ანგარიშზე დაყრდნობით სპეციფიკურ, ქართული გარემოსათვის რელევანტურ სამეწარმეო საკითხებზე მსჯელობისათვის. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული გლობალური მეწარმეობის მონიტორის (GEM) ანგარიში საქართველოსთვის პირველია და უნიკალურ ამომწურავ მონაცემებს აერთიანებს. ზოგადად, 1999 წლიდან მოყოლებული გლობალური მეწარმეობის მონიტორი (GEM) მსოფლიო მასშტაბით აგროვებს და აანალიზებს ფაქტებს სამეწარმეო აქტივობებთან დაკავშირებით. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილია მონაცემთა ბაზა, რომელიც ეკონომიკური ტენდენციებისა და დამკვიდრებული შაბლონების სიღრმისეულად გაცნობის საშუალებას იძლევა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სოციალურ საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზაციას მხარს უჭერს 1992 წლიდან და მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობაზე ორიენტირებული სექტორისთვის ხელშეწყობას მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პარტნიორობა. აღნიშნული ორგანიზაცია სააგენტოს ხელს უწყობს საქმიანობის წარმართვაში და მთავარი ამოცანების შესრულების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სხვა მსხვილ ორგანიზაციებთან ერთად, რაც თავის მხრივ, სააგენტოს მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ინვესტორების მოზიდვასა და მეწარმეთათვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის გაადვილებას გულისხმობს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)