2015-05-21 13:04:23, 511 ნახვა
სამართალი
ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონოდ მოქმედი შვიდი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საამქროების ტეროტირიაზე ნაპოვნია ასევე, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები, რომელთა საერთო ოდენობამ 12 კუბური მეტრი შეადგინა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან