14:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 12:21:37, 596 ნახვა

ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: 2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის შენელება გაგრძელდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური აქტიურობის შენელება გაგრძელდება.

ამის შესახებ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ პროგნოზებს სასაქონლო ფასებისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება აუარესებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტი იქნება, ხოლო 2016 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე მატებაა მოსალოდნელი.

ანგარიშის მიხედვით, სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში წელს ინფლაციის ზრდა 1-დან 7 პროცენტამდეა მოსალოდნელი.

"ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა. თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა 2015 წლის დასაწყისში ვალუტების დევალვაცია მოახდინეს. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი საერთაშორისო რეზერვების დასაცავად ეროვნული ვალუტების აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციის სტაბილიზაციისათვის შესაძლოა რეგიონში საჭირო გახდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელია ღრმა სტრუქტურული რეფორმები, კერძოდ, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო ინკლუზიური და დივერსიფიცირებული გახდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics