14:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 19:16:06, 547 ნახვა

ეკონომიკა
პოლონეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა

ვარშავაში, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების დადების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა  შეთანხმების ახალი  ტექსტის პარაფირება, რომელიც ეფუძნება OECD-ის 2014 წლის სამოდელო კონვენციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს საგადასახადო საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ახალი სტანდარტების დანერგვას.

აღნიშნული შეთანხების ძალაში შესვლისთანავე, მოქმედებას შეწყვეტს 1999 წლის 5 ნოემბერს, ქ. ვარშავაში, ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე, კაპიტალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება. 

 პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. 2013-2014 წლებში ექსპორტის რაოდენობამ ორ ქვეყანას შორის 17 462 970 აშშ დოლარი, ხოლო იმპორტის რაოდენობამ 182 695 200 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ამავე პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 1 341 400 აშშ დოლარს გადააჭარბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics