14:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 18:58:32, 1110 ნახვა

ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციამ სასტუმრო „მილენიუმის“ მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციამ თბილისში „დაბი ჯგუფის“ მშენებარე სასტუმრო „მილენიუმი“ (ყოფილი „იმელის შენობა“) დაათვალიერა. 

სტუმრებთან ერთად ობიექტის დათვალიერებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო.
„დაბი ჯგუფმა“ სასტუმროში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მისი გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება. 
„საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიანიშნებს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც ინვესტიციების, ასევე ექსპორტისა და ტურიზმის კუთხით. სწორედ საემიროების მიერ განხორციელებული ინვესტიით შენდება სასტუმრო „მილენიუმიც“. დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მათ კონკრეტულად წარვუდგენთ, როგორი საინვესტიციო პოტენციალი და გარემო არის საქართველოში. ძირითადი აქცენტები გაკეთდება ტურიზმის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტის სფეროზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა. 
„წლების განმავლობაში საქართველოსთან კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. ერთ-ერთი სფერო ტურიზმია, ინფრასტრუქტურა, ასევე სოფლის მეურნეობის დარგი, აეროპორტები და ა.შ. გაერთიანებული საემიროების ბიზნესკომპანიები დაინტერესებულნი არიან საქართველოსთან პარტნიორობით“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა სულთან ბის საედ ალ მანსურიმ.
გაერთიანებული საამიროების დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის, სულთან ბის საედ ალ მანსურის (Sultan bin Saeed Al Mansoori) ხელმძღვანელობით თბილისში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. 
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ბიზნეს ფორუმიც გაიმართება. ასევე დაგეგმილია მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტებისა და საწარმოების მონახულება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics