13:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 13:37:19, 594 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება, EBRD-ის საქართველოთი მოხიბვლის დიდი სტიმულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, EBRD  საქართველოთი მოხიბლულია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო შეხვედრის ადგილად მათ საქართველო აირჩიეს.
ამასთან, ხადურმა საღამოს დაგეგმილ საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"ის, რომ თბილისში ასეთი ღონისძიება ტარდება,  უკვე არის ძალიან დიდი სტიმული მოხიბვლის და რომ არ ყოფილიყო EBRD მოხიბლული, ეს ღონისძიება  თბილისში არ ჩატარდებოდა, რაც აღნიშნა კიდეც  ბანკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება დღევანდელ საინვესტიციო სესიას,  რომელიც საღამოს გაიმართება,ის იქნება უნიკალური  შესაძლებლობა, მასში მონაწილეობას მიიღებს  პრემიერი და ბანკის  პრეზიდენტი. გარდა ამისა, მთავრობის წამრომადგენლებს შესაძლებლობა გვექნება, გავაცნოთ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო დაინტერესებულ ადამიანებს, იქნება შესაძლებლობა, ყველა პოტენციურმა ინვესტორმა  მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია  და რეალურად ხვალიდან დაიწყონ ახალი პროექტების განხორციელება",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics