08:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 17:02:21, 699 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანია „Denkstatt Group A.G.“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანია „Denkstatt Group A.G.“- ის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე კომპანიას წარმოადგენდნენ გენერალური დირექტორი ფერდინანდ კოხი და ლეოპოლდ ფრაი, ასევე კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობებში - ერეკლე ცინცაძე.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები და მათი მოგვარების გზები; პროგრამა ECOProfit-ის საპილოტე პროექტის აჭარაში განხორციელების შესაძლებლობები და ალტერნატიული ენერგიის წარმოების სფეროში სამომავლო პერსპექტივები; ასევე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის გარემოს დაცვითი კონცეფციის შემუშავებას.

„ დღეს გქვონდა შეხვედრა ავსტრიულ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელსაც ეკოფიტის პროექტების მომზადებისა და  განხორციელების დიდი გამოცდილება გააჩნია, რაც გულისხმობს ურბანული განვითარების ეკოლოგიურ ანალიზსა და სწორად დაგეგმვას. დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ  აჭარაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები და  აჭარის ტერიტორიაზე ნარჩენების სახით  არსებული რესურსის  შემდგომი გადამუშავების ანალიზისა და დაგეგმვის საკითხი”, - განაცხადა ვახტანგ წულაძემ.

ECOProfit-ის პროგრამა შემუშავებულია ავსტრიაში 20 წლის წინ და ამჟამად დანერგილია ევროპის 100-ზე მეტ ქალაქში.

პროგრამა მოიცავს მსხვილი კომპანიების მიერ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ელექტროენერგიის, ნედლეულის, საოპერაციო ხარჯების, წყლისა და ნარჩენების დანახარჯების შემცირების გზით. აღნიშნული მიიღწევა კომპანიების მენეჯმენტის ტრენინგებისა და ქალაქის მერიის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის გზით.

ავსტრიულმა კომპანიამ აჭარის მთვარობას შესთავაზა ECOProfit-ის საპილოტე პროექტის განხორციელება ბათუმის 20 უმსხვილეს კომპანიაში.

„აჭარის მთავრობა აპირებს რეგიონში დანერგოს ინოვაციური გადაწყვეტილებები ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონს არსებული ნარჩენებისაგან მიიღოს განახლებადი ენერგია. უნდა შემცირდეს მყარი ნარჩნებისგან ბიომასის გამოყოფა და მოხდეს მისი ენერგიის რესურსად გამოყენება. ასევე, იგეგმება არსებული ნაგავსაყრელების გაუქმება და თანამედროვე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა“, - აღნიშნა ფერდინანდ კოხმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics