08:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 17:54:31, 563 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბატი: მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები მიღწეულზე დაკმაყოფილებას არ აპირებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბატის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სცდილობს, წინ წაიწიოს და არსებული პრობლემები მოაგვაროს.
ამის შესახებ ევრობანკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, მე-15 ადგილზეა.
"პირველი გამოწვევა ნებისმიერი  წარმატებული ხელისუფლებისთვის, არის წარმატების შენარჩუნება. საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით,  მე-15 ადგილზეა.  მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი კოლეგები დღეს არ აპირებენ მიღწეულზე დაკმაყოფილებას და წინ სცდილობენ  წაიწიონ და შექმნან საინვესტიციო საბჭო, მუშაობენ ინვესტორებთან და დარწმუნებული ვართ, რომ მთელი რიგი საკითხებია გადასაწყვეტი მრავალ ქვეყნებში. მოხარულები ვართ, მაგალითად,  ვიმუშაოთ საინვესტიციო მიმართულებით ინფრასტრუქტურის სფეროში. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობები და პოზიცია პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რათა ეს პრობლემები იქნას მოგვარებული",-განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბატიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics