03:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 12:14:37, 506 ნახვა

ეკონომიკა
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულდა

საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ - შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი–ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ წარმოადგინა.

„საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილი განაცხადები 6 მაისს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.  სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ხელმძღვანელობდა.

„სამთავრობო კომისიამ სამუშაო შეხვედრებზე 2015 წლის 15 მაისამდე უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადები და მათგან ე.წ. „მოკლე სია“ შეადგინოს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება, რომ 2015 წლის 30 მაისამდე კომისიას განსახილველად წარმოუდგინონ პროექტთან დაკავშირებული საბოლოო წინადადებები, რომლებსაც განიხილავს სამთავრობო კომისია და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics