23:16 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 13:54:07, 548 ნახვა

ეკონომიკა
ვილჰელმ მოლტერერი: ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეფორმირების პროცესს ყოველთვის მხარს დაუჭერს

„ჩვენ საქართველოსადმი ყოველთვის გვქონდა ნათელი და მტკიცე მხარდაჭერა და ჩვენი მხადაჭერა ქვეყნის რეფორმების პროცესებისადმი ყოველთვის იქნება“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა თბილისში, ბანკის ოფისის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ევროპული ოჯახისათვის მნიშვნელოვანი დღეა, ასევე ჩვენი ბანკისათვის და საქართველოსთვის. ჩვენ ვხსნით თბილისში ოფისს, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს. გარემო, სადაც ჩვენ ვმუშაობთ ევროპისათვის სტრატეგიული მნიშვენლობისაა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ თბილისი ოფისის გასახსნელად“, - განაცხადა მოლტერერმა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროპასთან დაახლოების პროცესში მნიშვენლოვანი ნაბიჯები გადადგა.

„საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ აქტიურ ევროპულ პროცესს, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ჩვენ დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ რეგიონში, განსაკუთრებით საქართველოში. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა. საქართველოში ბევრი სფეროა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მეტი, ვიდრე ფული, რომ მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიძნესს, სოფლის მეურნეობას. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტექნიკური მხადაჭერა იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, ვილჰელმ მოლტერერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმების პროცესს ევროპის საინვესტიციო ბანკი ყოველთვის მხარს დაუჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics