00:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 13:20:01, 582 ნახვა

ეკონომიკა
კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის პერსპექტივებს ქმნის

საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანება  საქართველოსთვის, ბიზნესის კუთხით,  გარკვეულ პერსპექტივებს ქმნის. 

ამის შესახებ ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც საქართველო–ბელარუსის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. 

„ბელარუსის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო–ბელარუსს შორის სავაჭრო ურთიერთობები არ შეზღუდულა, პირიქით გაიზარდა და ეს გარკვეულ პერსპექტივებასაც ქმნის. ბელარუსის საბაჟო კავშირში წევრობა ჩვენს შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი არ გახლავთ“, – აღნიშნა ბაინდურაშვილმა. 

მისივე თქმით, წლების განმავლობაში სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსა და ბელარუსს შორის გაიზარდა. 

„2004 წლიდან 10–12 ჯერ გავზარდეთ სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის და ამის საწინდარი ბიზნესთან ურთიერთობაა, ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორსაც ჩვენ დღეს ვატარებთ“, – აღნიშნა ბაინდურაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics