21:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:16:01, 491 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორს შეხვდნენ

„თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა თბილისში 13-15 მაისს დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის დეტალები იყო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა ბიზნესასოციაციის წევრებს ღონისძიების მთავარი მიზანი და ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ქართულ კომპანიებს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ექნებათ. 

„ასოციაციის წევრებს ავუხსენი, თუ რა შესაძლებლობებს მისცეს მათ თბილისში დაგეგმილი შეხვედრა. ღონისძიებაზე ველოდებით დაახლოებით 1500 დელეგატს 66 ქვეყნიდან, იქნებიან როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჯერ არ ვიცით კონკრეტულად რომელი კომპანიების წევრები ჩამოვლენ, მათ სიას ახლა ვადგენთ. იქნება საერთაშორისო პრესა, სამოქალაქო სექტორი და EBRD-ის წარმომადგენლები“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიის, „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, სოსო ფხაკაძის განცხადებით კი EBRD-ის წლევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიება სწორედ თბილისში იმართება. მისი თქმით, EBRD-ი საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც  ჩართულია საბანკო სექტორში და ბევრ კომპანიას აფინანსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics