03:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 10:58:13, 527 ნახვა

სამართალი
შსს-მ ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხაშურში მცხოვრები, 1991  წელს დაბადებული ჯუდუ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 1982 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ გ.  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჯუდუ ო. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს  სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც  7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics