20:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 16:47:59, 485 ნახვა

ეკონომიკა
2014 წლის მარტთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 23.5%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 92.2 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 202.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 28.4 მილიონი აშშ დოლარით (62.2 მილიონი ლარით), ანუ 23.5%-ით ნაკლებია 2014 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6 % იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.6% მოდიოდა.

საქართველოში 2015 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: რუსეთი (34.3 მილიონი აშშ დოლარი), საბერძნეთი (14.3 მილიონი აშშ დოლარი), იტალია (8.9 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (8.5 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (6.6 მილიონი აშშ დოლარი).

ამასთან, 2015 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.4 მლნ აშშ დოლარი (33.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.2 მლნ აშშ დოლარისა (24.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics