14:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 11:05:25, 881 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი აღდგომის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს

საქართველოს ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა.

ბანკის ინფორმაციით, 11 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. 

მომხმარებელს ინფორმაციის მიღება, მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის, სატელეფონო მომსახურების ცენტრში 2 444 444 ნომერზე დარეკვით შეეძლება. 

დღეს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. 

მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლია 14 აპრილს.

 საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრი დღეს, 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics