14:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 13:25:29, 608 ნახვა

ეკონომიკა
ჭირაქაძე: ხელისფულებას პრობლემები უნდა დააბრალო კიდეც, რათა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხშირად ხელისუფლებას უმიზეზოდ აბრალებენ, რადგან, მისივე თქმით, ბევრ შემთხვევაში პრობლემები არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ბრალია.

თუმცა, ჭირაქაძე ამავე დროს ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების დაბრალება კარგი საქმის გასაკეთებლად, მათ მაქსიმალურად გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

„პრობლემებს, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკაში არის, ჩვენ ხშირად ვაბრალებთ ხელისუფლებას. რასაკვირველია, უნდა დააბრალო კიდეც ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული, ყველაფერი კარგად გააკეთოს, მაგრამ ბევრი რამე ხელისუფლების ბრალი არ არის. ხშირად ეს იმ ფაქტორების ბრალია, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, ბიზნესმა, ეკონომიკამ, კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვინდა“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

ამასთან, გიორგი ჭირაქაძემ კითხვაზე - „კმაყოფილია თუ არა ბიზნესი მთავრობის ქმედებებით?“ - ასე უპასუხა: „მე არ მინახავს არცერთ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ მე ვხედავ, რომ მთავრობაში დაინტერესებული არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ. ეკონომიკის მინისტრმა პრივატიზაციასთან დაკავშირებით რაც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი იყო და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გაკეთდება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics