18:06 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-27 17:44:43, 550 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

2015 წელს თბილისში საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, - ერთობლივი კომისიის აღდგენაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრები გაფართოებული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ პონტას პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ბრიუსელში წარმატებული ვიზიტი მიულოცა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა მიესალმება რუმინელ ინვესტორებს საქართველოში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს.

გაფართოებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, დაიგეგმა თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოსა და რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics