2015-02-25 11:37:00, 589 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურების ნაწილმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტა
ლარის რეკორდული გაუფასურების გამო, სავალუტო ჯიხურების ნაწილმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტა.
დღეის მდგომარეობით სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.40 – 2.42 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, 1 დოლარის ღირებულება 2.30- 2.35 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.26 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0648 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ლარი ევროსთან მიმართებაშიც უფასურდება. 1 ევროს ღირებულება 2.55 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან