07:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 12:11:27, 3541 ნახვა

საზოგადოება
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება - ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს:

 "უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი.

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას

უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში

დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ბრიგადები. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს ეხმარებიან აღდგენით სამუშაოებში

აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება" - წერს ენერგო-პრო ჯორჯია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics