15:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 16:56:59, 521 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრემიერ–მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
 საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იყო. ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილეს.
 შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის  "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა.
 საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსაც. ქვეყნის პირველმა პირმა და ლიტვის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ნაბიჯებსაც დაუთმეს, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.
შეხვედრის დროს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ, მხარეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ლიტველი ბიზნესმენების ვიზიტი, რომლებიც საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ერთად ეწვივნენ.
 მათი განცხადებით, საქმიანი წრეების წარმომადგენელთა ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, თანამშრომლობის შესახებ ტრანსპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გათვალისწინებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics