20:55 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 16:42:58, 2703 ნახვა

სპორტი
აჭარაში მცხოვრებ 96 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

აჭარაში,  8 ჩასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის 96 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძე დაბა ჩაქვში  აღნიშნულ  ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 122   ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაუკანონა.  

„ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი.   შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე, სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება გარკვეული დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლებს მოქალაქეები ხელში დაიკავებენ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“ , - განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაბა ჩაქვში დევნილი ოჯახებისთვის დაკანონებულ  ობიექტს სახურავს გამოუცვლის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics