10:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 11:18:50, 794 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების თვის კონკურსის მთავარი მხარდამჭერია

ოქტომბერი მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ბაზისბანკი და  საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ ყოველწლიურად უერთდება ამ საერთაშორისო კამპანიას და იწყებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „კიბერუსაფრთხოება იუმორით“.

კამპანიის მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება განსხვავებული, შემოქმედებითი და იუმორისტული კუთხით, მსუბუქი და გასაგები გზით საზოგადოებაში ინტერნეტ სივრცეში უსაფრთხო ქცევების წახალისება და პირადი ფინანსების დაცვის მიზნით გონივრული მიდგომების დამკვიდრება. 2025 წლის კიბერუსაფრთხოების კამპანიის დევიზია: „დაფიქრდი სანამ გახსნი, არ წამოეგო ანკესს.“ 

კონკურსს ეყოლება 4 გამარჯვებული: 2 ჟიურის რჩეული, 1 ბაზისბანკის რჩეული და 1 მომხმარებლის რჩეული. ბაზისბანკი კონკურსის მთავარი მხარდამჭერია და  გამარჯვებულებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.

ნამუშევრები მიიღება 24 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 30 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics