13:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 18:07:52, 954 ნახვა

სხვადასხვა
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების მიერ დღეს გაკეთებულ  განცხადებებს ეხმაურება - კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დღეს გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ არ ისარგებლონ პრივილეგიებით სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით. ამ ორგანიზაციებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ იმავე ტარიფით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, მითუმეტეს, რომ ტარიფი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში.
 
კომპანიის მენეჯმენტის აზრით, აბანოებისთვის ადრე ზეპირსიტყვიერად დაწესებული ტარიფი დღეს ადეკვატური აღარ არის და ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს დანარჩენი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მსგავსად უნდა დაემორჩილონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics