17:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 16:20:37, 9028 ნახვა

სხვადასხვა
დევნილთა სააგენტოსა და პროექტ „ზრდა საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორ პროექტთან  „ზრდა საქართველოში“  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ერთობლივ განხორციელებას ითვალისწინებს, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.

პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.  საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 14 000 ლარს შეადგენს. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics