15:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 18:50:49, 712 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: იმედი მაქვს, ლარის კურსი დასტაბილურდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, იმედი აქვს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ  ლარის კურსი დასტაბილურდეს.
"იმედი მაქვს, ლარი დასტაბილურდება. დღეს ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. დოლარი გამყარდა  და გამყარდა მსოფლიოში ყველა ვალუტის მიმართ. ევროს გაცვლითი კურსი ისტორიულ მინიმუმზეა დასული, 1.1-ია.  რაც შეეხება ლარს,  ის გამყარებულია ძალიან ბევრ ვალუტასთან მიმართებაში. ჩვენ და ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვმუშაობთ, ინფორმაციის გაცვლა გვაქვს.მუშაობს ეკონომიკური გუნდი იმისათვის, რათა ეს რყევები დასრულდეს და ლარი დასტაბილურდეს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისთვის, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის შეძენა 1.9962 ლარად არის შესაძლებელი. დღეს კი, 1 დოლარი  1.9935 ლარს შეადგენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics