04:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 14:52:21, 1119 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი: უმძიმესი დანაშაული, რომელსაც რუსეთმა მკაცრი და ადეკვატური პასუხი გასცა

„უმძიმესი დანაშაული, რომელსაც რუსეთმა მკაცრი, მაგრამ ადეკვატური პასუხი გასცა“,-ასე გამოეხმაურა  რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. 
მედვედევმა  2008 წლის მოვლენები გაიხსენა და საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებაში. 
"7 წელი გვაშორებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს საქართველოს რეგულარულმა არმიამ, მძიმე არტილერიის, ტანკების, ავიაციის გამოყენებით, საშინელი თავდასხმა განახორციელა ცხინვალის საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე. რამდენიმე საათში დაიღუპა და დაიჭრა ათასობით ადამიანი. დაიღუპნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც გაეროს მანდატით თანახმად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად იყვნენ მიწვეული. მათი მკვლელობა იყო საერთაშორისო სამართლის ყველაზე უხეში დარღვევა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც რუსეთმა მკაცრი, მაგრამ ადეკვატური პასუხი გასცა", – წერს მედვედევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics