|
2015-07-25 12:38:48, 672 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ მელითაური. შეხვედრისას მხარეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს. აღნიშნული სამუშაო ვერსია სავალუტო ფონდის ორი პროგრამის „Safeguard“-ისა და „FSAP“-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა. გიორგი აბაშიშვილმა ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაცია ასევე მიაწოდა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს საქართველოში ქეით ჯულიანის. ამასთან, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი აღნიშნული კანონპროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მომავალ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების და ბიზნეს ასოციაციების წარმომამადგენლებთან, ასევე ექსპერთებთან ეკონომიკის საკითხებში და ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს წევრებთან-ეროვნული ბანკის საბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)