02:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 16:23:42, 688 ნახვა

ეკონომიკა
საქართველომ აშშ-სთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ აქტს მოაწერა ხელი

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი ხელშეკრულება, რომელის მიხედვითაც, საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, ფინანსურ ინფორმაციას მიაწვდის.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მოაწერეს.

შეერთებული შტატების მიერ მიღებული აქტი უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (Foreign Account Tax Compliance Act) ე.წ. FATCA  ავალდებულებს უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს მიაწოდოს ინფორმაცია  ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს (Internal Revenue Service, IRS) ამერიკის იმ რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ასეთ ინსტიტუტებში ფლობენ საბანკო ანგარიშებს.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს, რომელიც სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ტოვებს საქართველოს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ამ პერიოდის განმავლობაში უწევდა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics