02:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 12:30:08, 926 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ვენედიქტოვი: რუსეთი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს

„ჩრდილოეთ და  სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პროცესი გარდაუვალია, რუსეთი გააერთიანებს“,-ამის შესახებ „ეხო მოსკვის“ მთავარმა  რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ვაშინგტონის  კარნეგის ცენტრში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვენედიქტოვმა აღნიშნა,  დევნილების დაბრუნება ვერ მოხდება და ამ კუთხით ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებაც შეუძლებელია. 
„ჩემი პროგნოზით გარკვეული, მოკლე დროის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პროცესი და შესაბამისად სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, გარდაუვალი იქნება. ამიტომ, ამ კუთხით ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან შეუძლებელია. მთავარი, რა თქმა უნდა ის არის, რომ დევნილები ვერ დაბრუნდებიან და ისინი დაიწყებენ ზეწოლას საქართველოს ნებისმიერ მთავრობაზე. შესაბამისად, აიწევს შიდა ტემპერატურა საქართველოში და ანტირუსული დისკურსი პოპულარული იქნება. ამიტომ, ჩემი პროგნოზით, სამწუხაროდ, ცუდი ურთიერთობები შენარჩუნდება", - განაცხადა ვენედიქტოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics